მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაშია დაფიქსირებული და ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია დადასტურებული.

ეზუგბაიას თქმით, შემთხვევა ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება.

რაც შეეხება დანარჩენებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი აჭარაში დაფიქსირდა.

„14-დან დანარჩენი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად არის აჭარა, რეგიონებია თუ არ ვცდები. თბილისში 2-3 შემთხვევააა. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთშიც არის შემთხვევები“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა. ქვეყანას ვირუსისგან გარდაცვლილი სამი პაციენტი ჰყავს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ძალების მეორე ბრიგადა საკარანტინო რეჟიმს ქობულეთში სამართალდამცავებთან ერთად უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოს სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტუდა