მარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებული მოზარდი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებული მოზარდი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრში სულ გამოჯანმრთელებულია 2 ახალი პაციენტი, ხოლო მძიმე მდგომარეობაში 3 პირი რჩება.

“3 პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით. სიტუაცია მართასა და მკურნალობას ემორჩილება, ვნახოთ, ალბათ მალე ისინიც გადაინაცვლებენ საშუალო სიმძიმის პაციენტებში”,-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ამ დროისთვის 41 პაციენტს აქვს დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 184 და გარდაცვლილია 6 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 ტესტის პასუხი მიიღეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა