საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

აღნიშნულის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ, 30 აპრილის 21 საათიდან 1 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 88 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 7 პირი დააჯარიმეს.

“გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 61 მოქალაქე დააჯარიმეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებული მოზარდი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა