მარიამ ჯაში კოლეგების კვალდაკვალ-დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ქართული ოცნების უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, დატოვა. უმრავლესობის დატოვების მიზეზად ჯაში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს.

მარიამ ჯაშმა ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

ცოტა ხნით ადრე ქართული ოცნება კიდევ 7-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ან ამ ბრძოლას ვიგებთ და ამ ხალხს ვუშვებთ ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩათვლით”
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ მოახერხა და მთელი ოპოზიციური სპექტრი გაგვაერთიანა”