“ხელისუფლებამ მოახერხა და მთელი ოპოზიციური სპექტრი გაგვაერთიანა”

ხელისუფლებამ მოახერხა და მთელი ოპოზიციური სპექტრი გაგვაერთიანა, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა ანზორ ბიწაძემ, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე აქციას თანამოაზრეებთან ერთად შეუერთდა.

„მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე მთელს ოპოზიციურ სპექტრში და საზოგადოებაში სრული კონსენსუსი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ დღევანდელი გადაწყვეტილებით მოახერხა და ყველა მინუს ერთი განგვაწყო, გაგვაერთიანა მთელი ოპოზიციური სპექტრი. ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ელოდებოდა მთელი საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

წყარო: პრაიმ ტაიმი

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში კოლეგების კვალდაკვალ-დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
შემდეგი სტატიაჯონდი ბაღათურიას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საზოგადოებრივი აქციის ორგანიზება ეფექტურად არ მიაჩნია