“ან ამ ბრძოლას ვიგებთ და ამ ხალხს ვუშვებთ ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩათვლით”

„ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი: ან ამ ბრძოლას ვიგებთ და ამ ხალხს ვუშვებთ ხელისუფლებიდან ივანიშვილის ჩათვლით და მერე ვცდილობთ ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ, ან ამ ქვეყნიდან გავდივართ, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრება იქნება საშიში”, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარლამენტთან განაცხადა. იგი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებების ჩაგდებას გამოეხმაურა.

ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებს. მათ 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია აქვთ დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი-ჩვენს ინიციატივას ოპოზიციამ ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობით უპასუხა
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში კოლეგების კვალდაკვალ-დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა