,,მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ცდილობს „კუდი მოიქნიოს“ – ეს არ არის ღირსეული საქციელი”

გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება და ბოლო დღეებში ცდილობს რაღაცნაირად თავისი შეხედულებით „კუდი მოიქნიოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, მან არ იცის გიორგი მარგველაშვილი რას გულისხმობს პორტირებულებში.

„მე არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რას გულისხმობს პრეზიდენტი არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამის ამოწურვის ბოლო დღეებში ცდილობს რაღაცნაირად თავისი შეხედულებით „კუდი მოიქნიოს“. ეს არ არის ღირსეული საქციელი“,–განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

„ვხედავთ, რომ არიან “ქართულ ოცნებაში” პორტირებული “ნაციონალები”, არიან ექსპორტირებული “ნაციონალები” – “ევროპული საქართველო” და ჭეშმარიტი “ნაციონალები”, რომლებიც არიან “ნაციონალურ მოძრაობაში”, – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მარგველაშვილის შეფასებით, „ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, “ჭეშმარიტებმა” რა დააშავეს და ამას ვუყურებთ, როგორც პოლიტიკურ დებატებს”.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა
შემდეგი სტატია,,ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა მოითხოვდა არა გაქცევას, არამედ კენჭისყრას – ეს მარგველაშვილის მიმართ ჩემი მთავარი პრეტენზიაა”