მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა

ერთადერთი, რითიც გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს „ერთ დიდ გაუგებრობად“ აფასებს.

„სინამდვილეში, მისი პრეზიდენტობა ერთი დიდი გაუგებრობა იყო იმიტომ, რომ ერთადერთი, რითიც ამ კაცმა ხალხს თავი დაამახსოვრა, არის ის, რომ შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, იღებდა ხელფასს იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მე საქართველოს დავუტოვე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა-კვალი მე გავუკაფე და მოქალაქეობა ჩამომართვა. ერთადერთი, რითიც ის ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუკი მის გაკეთებულს რამე სხვას გაიხსენებთ, რასაც შეიძლება ისტორიაში ადგილი დაეთმოს, თქვენთვის მომინდია.

სინამდვილეში, დაკარგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 წელიწადი, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. არამგონია, წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში87-ე სკოლაში ინციდენტის მონაწილე ორი მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს
შემდეგი სტატია,,მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ცდილობს „კუდი მოიქნიოს“ – ეს არ არის ღირსეული საქციელი”