87-ე სკოლაში ინციდენტის მონაწილე ორი მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში ინციდენტის მონაწილე ორი მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ამის შესახებ პირველ არხს სკოლის მანდატურმა განუცხადა.

სკოლაში საპატრულო ეკიპაჟი მანდატურის სამსახურმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც მოზარდებს შორის კონფლიქტის შესახებ მას კლასის პედაგოგმა აცნობა.

„საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ გატარდა სათანადო რეაგირება. ორივე მოზარდი მშობლებთან ერთად პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს“,- განუცხადა პირველ არხს სკოლის მანდატურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას სახელობის თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის ჩხუბი მოხდა, თუმცა უწყების ცნობით, ინციდენტი მალევე ამოიწურა და არც ერთ მათგანს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.

ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი იყო მისული.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებს
შემდეგი სტატიამარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა მე გავუკაფე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა