მარგველაშვილი: რას მეუბნება სახელმწიფო, სააკაშვილს იმიტომ ვებრძოდი, რომ პიჯაკები იყიდა?

“წარმოიდგინეთ თავი ქართული ოცნების მხარდამჭერად, წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიშას სერიოზული მოწინააღმდეგე. ემოციურადაც არ გიყვართ ეს ადამიანი, გინდათ, რომ დაისაჯოს და თქვენი თავი მიგაჩნიათ მსხვერპლად. წარმოიდგინეთ, რამდენად შეურაცხყოფილად იგრძნობთ ბოლოს თავს, რომ თქვენ, მსხვერპლი, რომელიც არის დემონი, გჩაგრავდათ, მთელ საქართველოს ჩაგრავდა, აღმოჩნდა, რომ პიჯაკების გულისთვისაა გასამართლებული? ეს ხომ დაცინვაა.

მე გარკვეულწილად ამ კონტექსტში ვარ. მე ხომ მიშას მოწინააღმდეგე ვიყავი და მიშაში ვხედავდი ბევრი რაღაცის ძალიან სერიოზულ დამრღვევს, რის გამოც მიშას წინააღმდეგ უნდა წავსულიყავი. და მე რას მეუბნება სახელმწიფო, რომ გიორგი, შენ ამ კაცს ებრძოდი იმიტომ, რომ პიჯაკები იყიდა?”-განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავარი არხის ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.”-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

წინა სტატიაშიელისაშვილი: როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ
შემდეგი სტატიაზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ასახული იქნება ჩვენი ევროპული არჩევანი