ელისაშვილი: როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოხმაურებები გრძელდება –  ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინადადება მისაღებია, თუმცა მათთვის წარმოუდგენელია რა ფორმით უნდა დაიწყოს ეს პროცესი.

“მხოლოდ განცხადებებს არანაირი აზრი არ აქვს, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება და ის ინიციატივა, რომელიც დააყენა მიხეილ სააკაშვილმა საერთო ეროვნული შერიგების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ინციატივას თუ მოყვება კონკრეტული გაგრძელება და ჩვენ თუ ვნახავთ რომ მართლაც ქართული ოცნება და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მზად არის იმისთვის, რომ ასეთი დიალოგი წარიმართოს, ეს იქნება გამოსავალი რომ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით,” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ როგორც მოახერხებს ამას სალომე ზურაბიშვილი, არ იცის.

“ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი: საყოველთაო შეთანხმებაზე საუბარი „ქართული ოცნებისა“ და კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ქმედითი ნაბიჯების გარეშე არაფერია, გარდა უბრალო განცხადებისა, რომლის მსგავსი აქამდეც მოგვისმენია
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: რას მეუბნება სახელმწიფო, სააკაშვილს იმიტომ ვებრძოდი, რომ პიჯაკები იყიდა?