მარათონი ბათუმში – რომელი ქუჩები გადაიკეტება

ბათუმი საერთაშორისო მარათონს THE GREAT BATUMI NIGHT RACE მასპინძლობს. გარბენის მიზანია სირბილის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. შემოსული თანხა მოხმარდება ექსპერიმენტული კლასის გახსნას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის.

შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდება ნახევარ მარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და 2 ბავშვთა გარბენი. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა უფასოა.

დარეგისტრირდა 32 ქვეყნიდან ასობით პროფესიონალი სპორტსმენი და მოყვარული.

ღამის მარათონს ბათუმი პირველად უმასპინძლებს. გარბენი ყოველწლიური გახდება.

მარათონი 19:00 საათისთვის დაიწყება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

გადაიკეტება:

შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;

შოთა რუსთაველის გამზირი;

იაკობ გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);

პორტის შესახვევი;

ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);

მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);

რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);

ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთამდე);

ვაჟა-ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);

მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე);

გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);

ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);

აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);

ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას გახსნის
შემდეგი სტატიაგლდანის აგრარულ ბაზრებში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს