მაქვს სურვილი, რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი არ ვნახო ჩემი კოლეგები – ოთარ კახიძე

მე მაქვს სურვილი, რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი არ ვნახო ჩემი კოლეგები, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყვნენ – ამის შესახებ განცხადება ოთარ კახიძემ გააკეთა. ის კოლეგებს მოუწოდებს, რომ არ შეეცადონ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების რაიმე სახით გამარლებას, რადგან იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც რუსთაველის გამზირზე განვითარდა, ეს შეუძლებელია.

“შეიარაღებაში ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიების შეტანა და სპეცრაზმის ამით აღჭურვა, შემდგომ დამიზნებით თავში სროლა მასობრივად მომიტინგეებისთვის, მათი დასახიჩრება და მთელი ღამე ნადირობა არაფრით არ მართლდება. რაც არ უნდა რაღაცები წარუმძღვარონ, რომ იქ რაღაცა იყო, ვიღაც რაღაცას აწყობდა, იმის შემდგომ რაც შემდგომ რა მოვლენებიც განვითარდა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა,“-განაცხდა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, მცდელობა დატოვონ თანამდებობაზე გიორგი გახარია, „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურ განაჩენს ნიშნავს.

„საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს ნუ მოაწერენ ხელს,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთი რუსი ტურისტების დაკარგვის გამო საქართველოს თანაგრძნობას უცხადებს
შემდეგი სტატია,,ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მიდის პოლარიზება. აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი”