,,ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მიდის პოლარიზება. აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი”

იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მიდის პოლარიზება. აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე პროპორციულ სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშორებით. მისი თქმით, მრავალპარტიულობა არის წინგადადგმული ნაბიჯი და ეს სიახლეა შეიძლება ქვეყნისთვის გამოცდა იყოს. მისივე თქმით, ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, რომელი პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები შევლენ პარლამენტში.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს ვინ იყოს მომავალ პარლამენტში, რომელი პოლიტიკური პარტიები. ხომ გვინდა დემოკრატიული პროცესები, ხომ გვინდა ეს მიმართულება გაძლიერდეს?! ხომ იყო საუბარი იმაზე, რომ არის ორპარტიულობა, არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მიდის პოლარიზება. აჰა, ბატონო, გახსნილია ყველაფერი და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს კამპანია, წარუდგინოს მოსახლეობას თავიანთი ხედვები თავიანთი მიდგომები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პოლიტიკური პარტია მოახერხებს შესვლას 2020 წლის პარლამენტში. ჩემი მოსაზრებით, დემოკრატიულობის კუთხით, ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ასევე, მრავალპარტიულობაც არის წინგადადგმული ნაბიჯი, ეს სიახლეა და შეიძლება გამოცდაც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობამ და საზოგადოებამ გადაწყვიტოს რომელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან პარლამენტში“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაქვს სურვილი, რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი არ ვნახო ჩემი კოლეგები – ოთარ კახიძე
შემდეგი სტატიანინო ანანიაშვილი კოლეგებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს