დე-ფაქტო აფხაზეთი რუსი ტურისტების დაკარგვის გამო საქართველოს თანაგრძნობას უცხადებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 17:25

დე-ფაქტო აფხაზეთი რუსი ტურისტების დაკარგვის გამო საქართველოს თანაგრძნობას უცხადებს

დე-ფაქტო აფხაზეთის ტურიზმის კავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველო რუს ტურისტებს კარგავს – ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა კალიაგინამ თქვა – რუსული “ვზგლიადი” წერს.
“ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ, იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგები საქართველოდან ტურისტების გარეშე რჩებიან. ეს იმ პოლიტიკისა და განცხადებების ბრალია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ქვეყნის დაუფასებლობის გამო, საიდანაც დიდი რაოდენობით სტუმრებს იღებენ. პოლიტიკა ტურიზმს არ უნდა ეხებოდეს” – “რია ნოვოსტი” კალიაგინას ციტირებს, რომლის თქმითაც “აფხაზეთში ყოველთვის კარგად ექცევიან რუსებს და პატივს სცემენ თავიანთ სტრეტეგიულ პარტნიორს – რუსეთს”.

რუსეთის ფედერაციამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლას და მის ტერიტორიებზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმოქმნას შეუწყო ხელი, რომელიც 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 17:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics