,,მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რღვევა უფრო აქტიურ ფაზაში გადავა”

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, “ნაციონალური მოძრაობის რღვევა უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

ამის შესახებ მან გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების თემაზე საუბრისას “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

“არ დაგიმალავათ და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს რღვევა გაგრძელდება და უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, თუმცა შიდაპარტიულ პროცესში ჩარევა, გვარების დასახელება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, თუმცა ვადასტურებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რღვევა უახლოეს პერიოდში, იქნება უფრო აქტიური”, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა სუბელიანი გიორგი ვაშაძეზე – წასულებზე ცუდს არ ამბობენ
შემდეგი სტატია,,ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ორი ადამიანი თამაშობს”