კობა სუბელიანი გიორგი ვაშაძეზე – წასულებზე ცუდს არ ამბობენ

წასულებზე ცუდს არ ამბობენ ხოლმე და მეც თავს შევიკავებ, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სუბელიანმა გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

„ერთი შემიძლია გითხრათ, თუ პათეტიკაში არ ჩამითვლით, როგორც მერაბ კოსტავამ თქვა, უნდა გიყვარდეს ეროვნული მოძრაობა და არა საკუთარი თავი ეროვნულ მოძრაობაში. ამით ყველაფერი ნათქვამია. თუ სიის სათავეში გინდა ყოფნა და აღმოჩნდება, რომ გუნდი სხვანაირად ფიქრობს, ამის გამო პარტია არჩევნების წინ დატოვო – ეს არასწორია“, – განაცხადა სუბელიანმა.

banner
წინა სტატიაში,,ლევან ბერძენიშვილისთვის უმჯობესი იქნება საკუთარი პარტიის საქმეებს მიხედოს”
შემდეგი სტატია,,მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რღვევა უფრო აქტიურ ფაზაში გადავა”