მაქსიმალურად არის მიახლოებული ეკონომიკური რისკების შემცირების რეალურ გეგმასთან – მამუკა მდინარაძე ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე

2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოამზადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, კორექტირებული ბიუჯეტი მაქსიმალურად არის მიახლოებული ეკონომიკური რისკების შემცირების რეალურ გეგმასთან.

“როდესაც საქართველოზე პროგნოზი არის მინუს 4% ეკონომიკური ზრდის, უფრო მეტი, გაცილებით დიდი პრობლემები შეექმნათ ჩვენზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზენტაცია, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული ეკონომიკური რისკების შემცირების რეალურ გეგმასთან, რომელიც საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში იქნა მიღებული და აქ გათვალისწინებულია, რაც ყველაზე მთავარია შესაძლო მეორე ტალღის შემთხვევაშიც საბიუჯეტო ხარჯები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია ამას მხარს დავუჭერთ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიფეოდალურ პერიოდში ყმა რომ იყო მიბმული ფეოდალზე, აი ასეა – დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ
შემდეგი სტატიაფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს