ფეოდალურ პერიოდში ყმა რომ იყო მიბმული ფეოდალზე, აი ასეა – დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ

წარმოვიდგინოთ, ყმა – გლეხობა რომ იყო ფეოდალურ პერიოდში და მიბმული იყო ყმა ფეოდალზე, აი ასეა – დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში, სამუდამოდ უნდა იყოს იქ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება შექმნას ფრაქცია სხვასთან ერთად- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, ფრაქციის შექმნის წესთან დაკავშირებით.

„წარმოვიდგინოთ ყმა- გლეხობა რომ იყო, ფეოდალურ პერიოდში და მიბმული იყო ყმა ფეოდალზე, აი ასეა – დეპუტატი თუ ერთხელ შევიდა რომელიმე ფრაქციაში სამუდამოდ უნდა იყოს იქ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება შექმნას ფრაქცია სხვასთან ერთად.

ასე ვერც ერთი ფრაქცია ვერ შეიქმნებოდა, რაც პარლამენტში შეიქმნა უმრავლესობის დაშლის შემდეგ. ინდივიდუალური ცალკეული დეპუტატები, რომლებიც შედიან თითო- ორი პატარა პარტიებიდან, მათ არ აქვთ პარლამენტში გაერთიანების უფლება და საკუთარი ძალების კონსოლიდაციის საშუალება – აბსოლუტურად გაუმართლებელია მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს აფერხებს და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი ინიციატივით გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა. ავიწყდებათ მათ, რომ თავად იქნებიან ოპოზიციაში მომავალში და საკუთარ მახეში თვითონ გაებმებიან,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიამაქსიმალურად არის მიახლოებული ეკონომიკური რისკების შემცირების რეალურ გეგმასთან – მამუკა მდინარაძე ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე