მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს

 

2017 წლის 24-26 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  სტუმრად ეწვევა გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია.

გერმანელ მეცნიერთა დელეგაცია წარმოდგენილ იქნება შემდეგი  შემადგენლობით: გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი. prოფესორი პეტერ იურგენ გრაფი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე. ოქტორ ვოლფრამ შედლერი, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი. dოქტორ მიხაელ კილხლინგი- მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი- Chairperson of the European Forum For Restorative Justice. ელიკო წიკლაური-ლამიხი, ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტი, დოქტორი პროფესორი.

გერმანელ დელეგაციას 24 მაისს უმასპინძლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართებაერთობლივი  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, სადაც მოხსენებით გამოვლენ მოწვეული სტუმრები და ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. კონფერენციაში მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიული  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი.

გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნების  კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის  დირექტორს  ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის  აქტუალური პრობლემების ფუნდამენტალური კვლევებისა და ნაშრომების ავტორია.

აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში. სწორედ მისი დამსახურება,  ქართველ მეცნიერებთა, სამეცნიერო პროგრამებითა და გრანტებით, გერმანელი მეცნიერებისა და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით გერმანიის მსოფლიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში მიწვევა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოსის არჩილ ფრანგიშვილის გადაწყვეტილებით პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის საპატიო წოდება.  25 მაისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. 26 მაისს გერმანელი სტუმრები და მათი თანმხლები პირები ასურეთში, გერმანულ სოფელს ეწვევიან.

 

banner
წინა სტატიაში“ეს არის ერთ-ერთი მიყრუებული სოფელი…” – ზურაბიშვილი მცხეთა – ლევილის დაძმობილების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა