„მანქანა საიდანაც გასროლა მოხდა, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის”- ოპოზიცია [Video]

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში საგანგებო ბრიფინგი, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე მოეწყო. ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნულ უბანზე მანქანიდან გასროლა მოხდა, სადაც ენმ-ს კომისიის წევრი ზოია ქვარცხავა იმყოფებოდა, „მანქანა საიდანაც გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან მოხდა, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, რომელიც აფხაზეთიდანაა, ეს მანქანა ასევე სიების გადატანის პროცესშიც არის შემჩნეული“.ფოტომტკიცებულება ურნალისტებს ბრიფინგზე უჩვენეს, თინა ბოკუჩავას თქმით, ფოტოების გადაღება თავად ზოია ქვარცხავამ მოახერხამისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია მოუწოდებს ქართულ ოცნების შტაბს, არჩევნების დღეს არ დაუშვან პროვოკაციები, სროლით, დაშინებითა და მუქარით, რადგანაც ისინი ამ ფორმით მათი მხარდამჭერების შეშინებას ვერ მოახერხებენ. როგორც მან დასძინა უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები იმყოფებიან ზუგდიდში და მათი მოლოდინით სწორედ ხვალ გამარჯვება ზუგდიდიდან დაიწყება.

 

https://youtu.be/8tAcW_9t9CA

 

banner
წინა სტატიაშიჩანგელიას ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას
შემდეგი სტატიასამთო მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს