ჩანგელიას ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში სროლის ხმა ავტომანქანიდან ისმოდა. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა. სავარაუდოდ იდენტიფიცირებულია იმ პიროვნების ვინაობა,ვისი მანქანიდან გაისროლეს-აცხადებს ოპოზიცია და ეს გახლავთ ირაკლი ჩანგელია.  ოპოზიციის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ჩანგელიას ოჯახი და აცხადებს, რომ ჩანგელია საერთოდ არ იმყოფება საქართველოში და ოჯახსაც არ ჰყავს ავტომანქანა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან ე.წ. ფაიფურის დასახლებაში სროლის ხმა ისმოდა
შემდეგი სტატია„მანქანა საიდანაც გასროლა მოხდა, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის”- ოპოზიცია [Video]