მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს – სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს

„ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს – სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იოსებ გოგაშვილის ფაილები და მანამდე სასულიერო პირების მოსმენებზე სუს-იდან გამოჟონილი მასალები ადასტურებს, რომ ადამიანებს ტოტალურად უსმენენ.

„არ ისმენენ ვენეციის კომისიის შეფასებას, სადაც საუბარია, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რა პოზიტიურ ინტერესს ემსახურება ძალოვანი უწყებებისთვის მოსმენის ვადისა და პირთა წრის გაფართოება. ასეთ დასაბუთებას ვერ ვხედავთ და აკეთებენ განცხადებებს, რას ვაშავებთო. მე გეტყვით, რომ მართლა არაფერში სჭირდება ეს „ქართულ ოცნებას“. გოგაშვილის ფაილებმა, მანამდე სასულიერო პირების მოსმენების გამოჟონილმა ფაილებმა პირდაპირ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონით კი არ უსმენს ტოტალურად ადამიანებს, არამედ უსმენს ამ კანონის მიღმა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კანონით სურთ ტოტალური მოსმენის პრაქტიკა რაც არსებობს, დააკანონონ და ლეგალურ ჩარჩოში მიაქციონ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის დასკვნები მაშინ მოსწონს, როცა თავად გაუხარდება
შემდეგი სტატიავაშაძე – ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე