ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის დასკვნები მაშინ მოსწონს, როცა თავად გაუხარდება

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ შეაფასა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე მმართველი გუნდის შეფასებები და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კომისიის დასკვნები მაშინ მოსწონს, როცა თავად გაუხარდება.

მისივე თქმით, „ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა მომავალში „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიაზე ან საერთაშორისო რეკომენდაციებზე ისაუბრებს, იქ მათი საკუთარი რეკომენდაციები იგულისხმება“.

„ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის დასკვნები მაშინ მოსწონს, როცა თავად გაუხარდება, მაგრამ როცა რაღაც მათი კანონპროექტების წინააღმდეგ ხდება, გინდათ, ვენეციის კომისია იყოს და გინდათ, პარტნიორები, მაშინ ყველაფერი უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიათ.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა მომავალში „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიაზე ან საერთაშორისო რეკომენდაციებზე ისაუბრებს, იქ მათი საკუთარი რეკომენდაციები იგულისხმება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთი უკრაინას მეტი რესურსით უნდა დაეხმაროს. ეს ეხება შეიარაღებასა და ფინანსებს – კრამონი
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს – სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს