ვაშაძე – ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უმაღლესი რანგისაა და ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს ამ ტიპის ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ „ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით“.

„ეს არის უმაღლესი რანგის კონფერენცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტი – ყველა ის ადამიანი არის აქ, ვინც მუშაობს რეგიონალური უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მთავარი თემა არის ის, რომ თუ „ქართული ოცნება“ კვლავ ბოიკოტს უცხადებს მსგავსი ტიპის კონფერენციებსა და ფორუმებს, ნიშნავს იმას, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნება” როგორც პრორუსული ძალა, არ მიდის არსად, სადაც განიხილება საქართველოს ინტეგრაცია ევროპული მიმართულებით. ეს არის მთავარი საკითხი ამ კონკრეტულ ვითარებაში – მიტაცებული სამშობლო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს – სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს
შემდეგი სტატიანიკა მელია – საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად