მანჯგალაძე – არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული

საერთოდ არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს. თუ ევროპაში მივდივართ, ევროპაში პრეზიდენტებს კი არა, არავის კლავენ – ბრეივიკმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ყველაზე დაცულ სისტემაშია დღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება.

როგორც მან აღნიშნა, თუ თავდებობა იქნება მექანიზმი, რითაც ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, არ აქვს პრობლემა ამას მხარი დაუჭიროს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და არ მესმის, რატომ არის ეს სპეკულაციის საკითხი მათი მხრიდან. ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მას სჭირდება სამედიცინო სერვისი, „ქართული ოცნების“ მხრიდან კი გამოდიან პოლიტიკოსები და აკეთებენ განცხადებებს. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი მანიპულაცია ადამიანის სიცოცხლით და ჯანმრთელობით. საერთოდ არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, პრეზიდენტიც რომ არ იყოს, ადამიანის სიცოცხლე რომ დაცული უნდა იყოს, ამის ახსნა რომ გვჭირდება 21- ე საუკუნეში, ეს არის ძალიან მძიმე. თუ ასეთი აქტი გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ არ მგონია ასეთი პროცედურები იყოს საჭირო. თუ ევროპაში მივდივართ, ევროპაში პრეზიდენტებს კი არა, არავის კლავენ. ბრეივიკმა უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მაგრამ ყველაზე დაცულ სისტემაშია დღეს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯენ ფსაკი – ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლა სურს, თუმცა ვიზიტი ჯერ დაგეგმილი არ აქვს
შემდეგი სტატიაიაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა