იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები რუსეთის 8 მოქალაქესა და დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს ეხება.

უწყების ცნობით, სანქცირებულთა სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ოჯახის წევრები.

როგორც CNN-ი იუწყება, იაპონიამ დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის, კვლევით ინსტიტუტებზე ექსპორტის აკრძალვა დააწესა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – არ ვიცი, ან თავდებობა რაში სჭირდება, ან აქცია ან შიმშილობა იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული
შემდეგი სტატიარუსეთში აცხადებენ, რომ ევროპის მასშტაბით თავისი საელჩოების დახურვას არ აპირებენ