მანანა კობახიძე: სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, სამეგრელოში სამივე უბანზე დღეს არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალიტებს განუცხადა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური ლიდერების ყოფნა გარკვეულწილად პრევენცია იყო.

“მთელი დღის განმავლობაში სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა. აქტიურობა ორივე მხრიდან მხარდამჭერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი იყო.რაიმე ტიპის დაძაბულობასა და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მშვიდობიანად და ძალიან თავისუფლად მოდიოდა ამომრჩეველი და აფიქსირებდა თავის არჩევანს. შედეგი იქნება ისეთი, როგორი არჩევანიც გააკეთა ჯიხაშკარისა და განმუხურის მოსახლეობამ. გარკვეულწილად ჩვენი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა პრევენცია იყო დაძაბულობის თავიდან აცილების. ორივე მხრიდან იყო ლიდერების აქტიურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ კანდიდატის აგიტაციას ვეწევით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩაშლილ უბნებში განმეორებითი ხმის მიცემა დასრულებულია
შემდეგი სტატიაგანმუხურში სანდრა რულოვს ელოდებიან