ჩაშლილ უბნებში განმეორებითი ხმის მიცემა დასრულებულია

ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დასრულებულია.

კენჭისყრა ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ჯიხაშაკრის ორ და განმუხურის ერთ საარჩევნო უბანზე, აგრეთვე მარნეულის საარჩევნო ოლქის ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.

ჯიხაშკარსა და ყიზილაჯლოში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტების გამო არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა, განმუხურში – შედეგები ბათილად ცნეს.

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ედიშერ თოლორაია, რომელსაც 47, 37 პროცენტი აქვს; „ნაციონალური მოძრაობიდან“ – სანდრა რულოვსი მას 45, 71 % აქვს.

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია აკმამედ იმამკულიევი – (47, 91%) , „ქართული ოცნების“ – თამაზ ნავერიანი (43, 41).

banner
წინა სტატიაშისოფელ ყიზილაჯლოში ხმის მიცემის პროცესი დროებით შეწყდა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა