მანანა კობახიძე: პროკურატურის მიმართ ნდობა რომ არ მქონდეს, ხელისუფლებაში არ ვიქნებოდი

დარწმუნებული ვარ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმეზე სასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც საკმარისი იქნება შელახული უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სიკერმა მანანა კობახიძემ იმ საკითზე კომენტირებისას განაცხა, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან, შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, საპროცესო შეთანხებაზე სუბრისას მნიშვნელოვანია, რა პოზიცია აქვს დაზარალებულ მხარეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. სასამართლო მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც საკმარისი იქნება შელახული უფლების დასაცავად. იცით, რომ სასჯელი და სანქცია ასეთი დანაშაულის მიმართ გავამკაცრეთ, წარსულში ჩადენილ დანაშაულზე რა თქმა უნდა მას უკუძალა არ აქვს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფა არის მძიმე დანაშაული. ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული. პროკურატურის მიმართ ნდობა რომ არ მქონდეს მე ხელისუფლებაში არ ვიქნებოდი. ნდობა და იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საქმეს თავს გაართმევენ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმეზე სამ ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ ინგა ჩატოიანს, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და გელა ღურწკაიას. ისინი დანაშაულს აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ჭუბერში ორ მოზარდ გოგონას მეორე დღეა ეძებენ