დავით ნარმანიამ პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულებულ პროექტს გაეცნო.

3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგო ახალი ორფენიანი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყო კიუეტები (ახალი სანიაღვრე სისტემა).

„ეს გზა კაპიტალურად გაკეთდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვეწყო. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. წლების განმავლობაში, აქ მოძრაობა ძალიან უჭირდათ ადგილობრივებს, ვერ გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა მოვაგვარეთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სამუშაოებს შ.პ.ს „ენკო“ ასრულებდა.

თბილისის მერთან ერთად, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელ გზაზე, ასევე, იმყოფებოდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

banner
წინა სტატიაში9 აგვისტოს რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: პროკურატურის მიმართ ნდობა რომ არ მქონდეს, ხელისუფლებაში არ ვიქნებოდი