მანანა კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგლამენტის ნორმებში ტრენინგის გავლას ურჩევს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მათ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ეძლევათ.

როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს- „არანაირ დარღვევას აქ ადგილი არ ჰქონია და ვერც ერთ საყვედურს მე ვერ მივიღებ ამ შემთხვევაში იმ ძალისგან, რომელიც დესტრუქციით, სხდომის ჩაშლით, კანონის დარღვევით, რეგლამენტის დარღვევით იყო დაკავებული. გირჩევდით, რომ რაიმე ტრენინგი მაინც გაიაროთ რეგლამენტის ნორმებში ან კითხოთ იმ ადამიანებს თქვენს რიგებში, ვინც უკეთ იცის საპროცედურო ნორმები,“-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ განცხადება კობახიძემ დღევანდელ სესიაზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიათბილისში ნაგავგადამამუშავებელ ქარხნას კომპანია ,,კა დე ვე ჯორჯია“ ააშენებს