მანანა კობახიძე: ყველა პასუხს აგებს, სააკაშვილს პასუხი მოეთხოვება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას აცხადებს, რომ დესტაბილიზაციის მცდელობისთვის პასუხი სააკაშვილსაც მოეკითხება.

მისი თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში არავითარი გადატრიალებისა და რევოლუციების საფუძველი არ არსებობს.

“ხელისუფლებას აქვს ყველა პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ აღიკვეთოს ყველანაირი მცდელობა რაიმენაირი დესტაბილიზაციის. ასე რომ, პასუხი მოეთხოევბა ამ ქმედებებისთვის ყველა პირს, მათ შორის სააკაშვილს”,- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა 26 სექტემბერს, “თავისუფალი ზონის” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა.

“არ მინახავს ეს ჩანაწერი, მაგრამ ის, რაც გუშინ გაცხადდა “თავისუფალი ზონის” წევრების მიერ, არის საყურადღებო. გამოძიება დაწყებულია, უნდა დაიკითხოს ყველა პირი. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული არის დასჯადი. თუ ასეთი გეგმა არსებობდა, ან არსებობს, აუცილებლად ყველა პასუხს აგებს”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“უნიჭო მონტაჟი”- მიხეილ სააკაშვილის შეფასება ფარულ ჩანაწერზე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ვიღაცას გონია, რომ ამ ფონით მიაღწევს წარმატებას