დავით უსუფაშვილი: ვიღაცას გონია, რომ ამ ფონით მიაღწევს წარმატებას

როგორც ჩანს, არჩევნებამდე გავხდებით მოწმე ისეთი გადაცემების, განცხადებების რომელიც მიმართულია საზოგადოების ემოციური ფონის გაზრდისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერეის კომენტირებისას განუცხადა.

„ვიღაცას გონია, რომ ამ ფონით მიაღწევს წარმატებას. მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ უნდა ვთქვათ ძალიან მყარად, რომ ამ დღეების განმავლობაში ვიქნებით განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი, განსაკუთრებით გონიერებით აღვსილნი, ემოციებს ან ამ ტიპის ტემპერატურის აწევის მცდელობებს არ დავექვემდებარებით, 8 ოქტომბერს არჩევანი მომავლისთვის უნდა გავაკეთოთ და არა – წარსულისთვის, რომელიც ამ დღეებში სხვადასხვა გამოვლინებებით ჩნდება, მათ შორის ვიდეოს, აუდიოს სახით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები და მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვებული ძალები უნდა გაუძღვენ ამ ქვეყანას“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ყველა პასუხს აგებს, სააკაშვილს პასუხი მოეთხოვება
შემდეგი სტატიააჭარაში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი დააზიანეს