მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას არ სურს დაფინანსება, არც ინიცირება მოხდება და არც განხილვა

news
ავტ.: news აპრილი 20, 2016 19:58

მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას არ სურს დაფინანსება, არც ინიცირება მოხდება და არც განხილვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას არ სურს დაფინანსება, არც ინიცირება მოხდება და არც განხილვა. როგორც მანანა კობახიძემ სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი დაწყებულიყო საარჩევნო კოდექსის შეცვლა. „სახელისუფლებო გუნდმა თანხმობა განაცხადა, რომ პარტიებს არჩევნებზე 2%-ის გადალახვის შემთხვევაში მიეცეთ დაფინანსება. ახლა, კრიტიკა, რომ თურმე ეს მოთხოვნა არ ჰქონიათ, თურმე ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, ცოტა გაუგებარია. იქნებ ჩამოყალიბდეს თავად კაციტაძე რას სურს და რას ითხოვდა. ყველაფერი ეს მისი მხრიდან სპეკულაციაა. თუ არ სურთ ეს დაფინანსება ბუნებრივია, არც ინიცირება მოხდება და არც განხილვა”, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდი პარტიებს კვალიფიციური სუბიექტების სტატუსისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევას სთავაზობს, რისი გადალახვის შემთხვევაშიც, პარტია ერთჯერადად 100 ათას ლარს და საარჩევნო უბანზე ერთ წევრს მიიღებს.

news
ავტ.: news აპრილი 20, 2016 19:58