მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის საკითხზე კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს.

„კახა კუჭავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძირითადად ცდილობს, რომ დამემალოს. მერამდენედ არის მასთან შესული წერილი თხოვნით, რომ შევიდე მიხეილ სააკაშვილთან. მისი აპარატი მეუბნება, რომ კახა კუჭავა ვერ მხვდება, რადგან მას აქვს გადატვირთული გრაფიკი. შესაბამისად, ვერც პასუხს მცემს იმ წერილებზე, რომლებიც მივწერე. კიდევ იმუქრება, რომ თუ გავაგრძელე ასეთი სახით კომუნიკაცია, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას საერთოდ ყველას აუკრძალავს. ამიტომ ბატონო კახა, ვიდრე პატარა დიქტატორად ჩამოყალიბდები, გეუბნებით, რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება, ყოველთვის ვერ ამოეფარებით მანდატს და ადრე თუ გვიან, მოგიწევთ, გამცეთ პასუხი, რატომ არ მიშვებთ კონკრეტულად მე მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ხალხის ჩაგვრას