კობახიძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგა

“2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს.

მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართულ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი.” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე.

banner
წინა სტატიაში“2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი”
შემდეგი სტატიამამულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის საკითხზე კახა კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს