მამუკა მდინარაძე : ოპოზიცია ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდიანრაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას გამოეხმაურა.

“ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა ჩვენდა უნებურად ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.

ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას ”

banner
წინა სტატიაშიათენშინ ქართველი ემიგრანტი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სასტიკად სცემეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს