ათენშინ ქართველი ემიგრანტი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სასტიკად სცემეს

ათენში ქართველ ემიგრანტს სასტიკად სცემეს. შემთხვევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.

ვალერიან აფხაზავამ ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ბიძინა ივანიშვილის წასვლის აუცილებლობაზე საუბრობდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მას სამი უცხო პირი სასტიკად გაუსწორდა. ვალერიან აფხაზავა ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. სახეზე მძიმე დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

დაზარალებულს ათენში შეხვედრის ორგანიზატორი ნათათო გიორგაძე ეხმარება. ვალერიანა აფხაზავას უკვე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილიც.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : ოპოზიცია ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას