მამუკა მდინარაძე- კახის მართლაც უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან

შეიძლება პრეცედენტულიც კი ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ დღეს მიიღეს-ამის შესახებ განცხადება ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა

მისი თქმით,კახი კალაძეს იმ საქმეების გამოსწორება უწევს , რომელიც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს

,,ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ შეთანხმება შედგა. ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა.

როდესაც ყველანი ჩვენ ერთად ვაანონსებთ იმას, რომ გარემოს დაცვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ პრეცედენტული და მისასალმებელია.

კახის უწევს იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და გიგი უგულავამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს და დღეს ყოფნით თავხედობა, რომ აქეთ აკრიტიკებენ ჩვენს თანაგუნდელებს.

გიგი უგულავას უბრძანებია, რომ კახი კალაძე მისი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. სასაცილო წინადადება რომ არის, ამის გარდა, კახის მართლაც უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან და საბედნიეროდ ამას ახერხებს კიდეც.”-აცხადებს მდინარაძე​

banner
წინა სტატიაში,,გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, მოვუწოდებთ მათ, ისარგებლონ უფასო ვაქცინით”
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს