,,გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, მოვუწოდებთ მათ, ისარგებლონ უფასო ვაქცინით”

region
ავტ.: region იანვარი 26, 2019 10:47

,,გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, მოვუწოდებთ მათ, ისარგებლონ უფასო ვაქცინით”

გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, მოვუწოდებთ მათ, ისარგებლონ უფასო ვაქცინით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განაცხადა.

მაია ლაგვილავა აცხადებს, რომ ფიქსირდება წითელას შემთხვევების მატება და გრძელდება უფასო აცრების გაკეთება.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფის პირებს, ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინით. დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ეს შანსი, იზრუნონ თავიანთი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

რაც შეეხება წითელას, სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევების მატება. დღეის მდგომარეობით წითელათი 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს წითელას უფასო ვაქციანაციას და უკვე 17 000-მდე პირია აცრილი შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

წითელას თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის განმავლობაში გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს წითელაზე უფასოდ აცრის ჩასატარებლად“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ

region
ავტ.: region იანვარი 26, 2019 10:47

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics