მამუკა მდინარაძე: გახარიას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა?

„როდესაც გამოგონილი თემებით მიდის კრიტიკა, რეალური თემები ყურადღების მიღმა რჩება“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ ჭორებზე აგებული კამპანია დაიწყო რეგიონებში.

„ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა? შეიძლება, რომ რაღაცები მივაკეროთ გვერდიდან ლოგიკას, როცა ფაქტია ერთი და ნათელი – ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება და რას ცვლიდა ის 2-3 დღე, ჯერ რაციონალური არგუმენტი ამაზე არ მოგვისმენია. ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას? დღესაც მათ წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს, ვის წისქვილზეც ნებსით თუ უნებლიეთ დაასხა წყალი ამ ადამიანის მოქმედებამ?“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა: გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გუნდი, ხელისუფლება გამოწვევების წინაშე იყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა თბილისის რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად