ზარქუა: გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გუნდი, ხელისუფლება გამოწვევების წინაშე იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განაცხადებით, მისთვის მტკივნეული იყო, რომ გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც გუნდი, ხელისუფლება ვამოწვევების წინაშე იყო.

მისივე თქმით, ვის როგორი რეიტინგი აქვს, ეს თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება.

„ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ცუდი სანახავი იყო, რომ პარტია, გუნდი, ხელისუფლება გამოწვევების წინ იყო და მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამის იქით მე არ წავალ. ვის რა რეიტინგი აქვს, ვის რა შესაძლებლობა, აგერ არის ადგილობრივი არჩევნები და ყველა, მათ შორის ხელისუფლება და ოპოზიცია თავის წიწილებს დაითვლის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ ღირსია, პუფები დაუდგან პარლამენტის შემოსასვლელში,
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: გახარიას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა?