მამუკა ხაზარაძის მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

მამუკა ხაზარაძის მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„დღეს გამოვაცხადებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს – ეს იქნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც დაინიშნა ჩვენი მოძრაობის სპიკერად. ძალიან მიხარია ანას შემოერთება, დანარჩენს გაიგებთ უახლოეს დღეებში.“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – კარგი იქნებოდა, წელს ანაკლიის პორტის ინვესტიცია მიგვეღო, თუმცა კონსორციუმის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მოგვიწია გადავადება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ჩვენი პრობლემაა მთავრობა, რომელიც მტერს ამოცანას უადვილებს