გიგა ბოკერია – ჩვენი პრობლემაა მთავრობა, რომელიც მტერს ამოცანას უადვილებს

რუსეთის მარიონეტებში ახლა ვინ გაიმარჯვებს და ვინ არა, ეს ჩვენთვის არსებითი საკითხი არ არის, ჩვენი პრობლემაა რუსეთი და ჩვენი მთავრობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის არაფერს ცვლის.

„რუსეთის მარიონეტებში ახლა ვინ გაიმარჯვებს და ვინ არა, ეს ჩვენთვის არსებითი საკითხი არ არის. ჩვენი პრობლემა არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორია და იყენებს ამ ყველაფერს საქართველოს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიის, არამედ დანარჩენი საქართველოს სუვერენიტეტის დამხობისთვისაც. ასევე ჩვენი პრობლემაა მთავრობა, რომელიც ამის წინააღმდეგ ან არაფერს აკეთებს, ან დგამს ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს მტერს უადვილებს ამოცანას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ანატომიით ხდება ეს, მთავარია შედეგები”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება
შემდეგი სტატია,,გიორგი გახარიამ ოპოზიციას გვითხრა, რომ უახლოეს თვეებში დაგვასრულებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციას ათასობით მოქალაქე წარმოადგენს”