მამუკა ხაზარაძეს ბიზნესი “აახიეს” – გრიგოლ ვაშაძე

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები – განაცხადა “ენმ”-ს ერთ ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც გურჯაანის სასამართლოსთან, დავით კირკიტაძის პროცესზე დასასწრებად იმყოფება. ვაშაძის თქმით, ივანიშვილი ცდილობს ბიზნესზე და თავისუფალ გარემოზე ზეწოლას:

“სამას ათას ხელმოწერასაც შევაგროვებთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები; ადამიანებს, ვინც 27 წელი შეალია ბიზნესის გაკეთებას, ართმევენ ამ ბიზნესებს – ხაზარაძე ჩემი მეგობარი არაა და ერთხელ მყავს ნანახი, მაგრამ “აახიეს” რასაც ჰქვია ბიზნესი და გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი. ერთ-ერთი არის დავით კირკიტაძე. სულ ტყუილად გახვიეს იურიდიულ აბსურდში. ის პირადი პატიმარია ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც თავისი ჩრდილის ეშინია. მან საქართველოს მოქალაქე მიიყვანა გაპარტახების პირას. აუცილებლად გამოვიყვანთ კირკიტაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს მივუჩენთ შესაბამის ადგილს, სადაც ისტორიის სანაგვეა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილმა დეკანოზის შეწყალებაზე კითხვა მოისმინა და ტერიტორია დატოვა
შემდეგი სტატია“დეკანოზს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს”- თორნიკე მამალაძე