ზურაბიშვილმა დეკანოზის შეწყალებაზე კითხვა მოისმინა და ტერიტორია დატოვა

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქთან გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს. სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას შეეხებოდა. ზურაბიშვილმა კითხვა მოისმინა და ტერიტორია დატოვა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე ილია მეორესა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

„არც ერთი სიტყვით არ ყოფილა. ჩვენ ხომ ვთქვით, ინტერვიუ მივეცით. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი,“-განაცხადა მამა ანდრიამ.

banner
წინა სტატიაშივწუხვარ, რომ კოჯორში არის მხოლოდ იუნკერთა მემორიალი და არანაირი ნიშანი იმ ისტორიის, რომელიც აქ მოხდა- ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძეს ბიზნესი “აახიეს” – გრიგოლ ვაშაძე