მამუკა ხაზარაძე – ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება კორუფციული ინტერესი

„ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება კორუფციული ინტერესი, – ეს კანონი საჭიროებს გაწვევას პარლამენტიდან – ეს არის ძალადობა ქალაქზე და ეს არის ძალადობა ადამიანზე“ – მამუკა ხაზარაძე
დღეს პარლამენტმა პირველი ოსმენით დაიწყო თბილისის სამშენებლო ამნისტის შესახებ კანონპროეტის განხილვა. ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის ლიდერმა პარლამენტის სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკა შემოსული კანონპროეტი და მას კორუფციული და ქალაქის მკვლელი კანონი უწოდა. ამ კანონპროექტს მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ კომიტეტზე განხილვების დროს აკრიტიკებდა და მეტ თრანფარენტულობას ითხოვდა.
„ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება ძალიან დიდი კორუფციული ინტერესი, იმიტომ რომ თქვენ ზოგადად აკეთებთ ამნისტიას ისე, რომ ხალხის არჩეულ დეპუტატებს, მოსახლეობას, თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით ვინ დაუღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ვინ იძალადა ქალაქზე, ადამიანზე.“ – მამუკა ხაზარაძემ ტრიბუნასთან გამოსვლის დროს კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა და ის კანონდარღვევები წარმოადგინა, რომლის ამნისტირებაც ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოხდება.
მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, თბილისი ყველას გვიყვარს, მინიმუმ ერთი სადღეგრძელო მაინც ხომ გვითქვამს თბილისთან დაკავშირებით. 8 წელი “ქართული ოცნება” და გული რომ არ დაგწყდეთ, კიდევ ის 9 წელი, როცა თბილისის არტერიები და ძარღვი ინგრეოდა, ვის ეყო პოლიტიკური ნება, თუნდაც 2008 წელს ან 2014 წელს ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო და ზედამხედველობის სამსახურს ან პოლიტიკური გადაწყბეტილებით ეს ყველაფერი შეეჩერებინა.
მე სიმართლე გითხრათ, მაოცებს ერთი რამ. ამ ქალაქს აქვს მეხსიერება და ქალაქი შედგება ადამიანებსგან და შენობებისგან. როგორც კი ჩვენ უკანონოდ ვერევით ამ სტრუქტურაში და ქალაქის ამ ძარღვებს ნგრევას ვიწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირფება, თუ რატომ არ ვგავართ პარიზსს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას.
მე მინდა ერთი რამ გითხრათ “ქართული ოცნების” დეპუტატების გასაგონად. მინდა ქალბატონ მაიას ვუთხრა, ეს არ არის კოლეგიალობა. რა აზრი აქვს კომიტეტზე ჩემს გამოსვლას, ან ნებისმიერი სხვა კოლეგის გამოსვლას? რა აზრი აქვს კომიტეტზე განხილვებს, თუ შედეგი არ მოქავს და თუ არ ვითვალისწინებთ ერთმანეთის შენიშვნებს?! როცა საკითხს ვაყენებთ და იმაზე პასუხს ვერ ვიღებთ, ეს არის არაკოლეგიალური.
შორს, რომ არ წავიდეთ, ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გაჩვენოთ, თქვენი ცენტრალური ოფისის გვერდზე, სადაც თქვენ ხშირსდ იკრიბებით “ქართული ოცნება” მაქვს მხედველობაში, მომიტევეთ, ძალიან არ მიყვარს ფურცლებს რომ აფრიალებენ ტრიბუნიდან, მაგრამ სხვაგვარად არ ვიცი, როგორ მიგახვედრით, ვიზუალურად მინდა გაჩვენოთ – თქვენი ოფისის გვერდზე შენდება შენობა. ეს არის ზემო კალა, ზემო კალა არის ისტორიული უბანი და ეს უბანი არის დაცული ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან. ჯერ კიდევ ყავვლაშვილის დროიდან. ამ დაცვის ყველაზე ძირითადი პარამეტრი არის სიმაღლე. თქვები ოფისის გვერდზე მიმდინარეობს მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მე არ ვიცი ვინ უნდგას ამას სათავეში, მაგრამ თქვენივე გაცემულ დასკვნაში წერია, რომ შენობა არის უკანონოდ აშენებული, პარამეტრების დარღვევით და ეხლა კითხვა მაქვს – როცა თწვენ იკრიბებით პოლიტსაბჭოს შეხვედრებზე, ეს არ გაწუხებთ? 200კვ.მ დამატებითი ფართის გამო, რატომ უნდა მისცეს ვინმემ თავს უფლება, პრეცენდენტი შექმნას, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში ჩადგას ეს სიმახინჯე.
მე მინდა გითხრათ, რომ კონკურენცია იწყება ქალაქში და ბიზნესი, ინვესტიცია შემოდის მაშინ, როცა არის თანაბარი პირობები და არ ხდება გამონაკლისები.
აი ეს ადამიანი, რომელიც აშენებს ამ შენობას და თქვენ ძალიან კარგად იცით ამ პროექტის შესახებ, ამ ამნისტიის კანონის შესაბამისად მიმართავს თქვენს ზედამხდდველობას და აი, ეს სიმახინჯე აშენდება, დაკანონდება.
როგორი ქალაქი გვინდა ამაზე დაფიქრებულხართ? იცით რაშია საქმე? ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება ძალიან დიდი კორუფციული ინტერესი, იმიტომ რომ თქვენ ზოგადად აკეთებთ ამნისტიას ისე, რომ ხალხის არჩეულ დეპუტატებს, მოსახლეობას, თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით ვინ დაუღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ვინ იძალადა ქალაქზე, ადამიანზე. ეს არის ძალადობა. როცა თქვენ, მეზობელს უჭრით ხეს, რომელიც შეიძლება შენი შშობლების პაემნის, პირველი შეხვედრის ადგილი იყო, მას უკლავთ მეხსიერებას. ამ შემთხვევაში შენ ანგრევ გაცილებით მეტს შენი შვილებისთვის, შენი მომავლისთვის, შენი ქალაქისთვის.
ჩემი თხოვნაა, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. ეს კანონი ახლა, როგორც არის წარმოდგენილი, პირდაპირ გეუბნებით, საჭიროებს გაწვევას, ამ ფაქტების მოძიებას, ვინ არის ის 50 ან 100 კომპანია, რომ ვიცოდეთ მაინც, ვის ვპატიობთ და რას ვპატიობთ.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – 20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა