ნაცვლიშვილი – 20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება

20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ვერსიას მხარს არ უჭერს.

„ქართულ ოცნებას“ და მის ხელთ არსებულ პროკურატურას ორი წელია, ამნისტირებული აქვთ უმძიმესი დანაშაულები კანონის მიღების გარეშე. მათ დაუსჯელობა აქციეს ფაქტად. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ფაქტის მიუღებლობა გვაქვს როგორც დე ფაქტო ვითარების, ასევე ამის კანონით გაფორმების. ოპოზიცია ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ ვერსიას მხარს არ უჭერს. ეს არის უკიდურესად პრობლემური ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. 20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება და იქნება ისეთი პოლიტიკური ძალების ხელში, რომლებსაც ეყოფათ გამბედაობა და ზომიერებაც, რომ დათმონ მართლმსაჯულების ინსტრუმენტების კონტროლი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე – სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა განაახლა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება კორუფციული ინტერესი