მამუკა ბახტაძე : საქართველო მსოფლიოს 13 სახელმწიფოთა სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა

ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებულ, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითებით საქართველო 13 ქვეყანას შორის მოხვდა.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 სახელმწიფოთა სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებულ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ პენიტენციურ სისტემაში არსებულ პროგრესს. თქვენ იცით, რომ ამ თვალსაზრისით უმძიმესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვიც
შემდეგი სტატიაარქის მფლობელმა და პარტნიორებმა სალომე ზურაბიშვილს 180000 ლარი შეწირეს